2013-2021 წლებში საქართველოში ჯამურად რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა

ბოლო 9 წლის განმავლობაში, 2.5 ჯერ გაიზარდა, 3-ჯერ გაიზარდა რუსეთზე დამოკიდებულება ნავთობპროდუქტების იმპორტის ნაწილში. რაც შეეხება საწვავს, მისი განცხადებით, ბენზინის მთლიანი ბაზრის 44% რუსეთიდან ჩამოდის და რუსულმა ბენზინმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ევროპული, რუმინული ბენზინი, ამასთან, 2012 წლიდან მუდმივად იზრდება დიზელის საწვავის იმპორტიც, რომელიც დღეის მდგომარეობით ბაზრის 24%-ს შეადგენს.

ანტიკორუფციულმა მოძრაობამ თემაზე ”რუსეთის გავლენა საქართველოს ეკონომიკაში” კვლევის პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ეკონომიკის ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.

ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე ვასო ურუშაძის ინფორმაციით, ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველო ეკონომიკურად რუსეთზე 3.5-ჯერ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა, ვიდრე 2003-2012 წლებში იყო. მისივე განცხადებით, 2013-2021 წლებში საქართველოში ჯამურად რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა 5.4 ჯერ მეტია 2003–2012 წლებში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაზე.

როგორც ურუშაძემ კვლევის პრეზენტაციაზე აღნიშნა, ხორბლის იმპორტი რუსეთიდან ბოლო 9 წლის განმავლობაში, 2.5 ჯერ გაიზარდა, 3-ჯერ გაიზარდა რუსეთზე დამოკიდებულება ნავთობპროდუქტების იმპორტის ნაწილში. რაც შეეხება საწვავს, მისი განცხადებით, ბენზინის მთლიანი ბაზრის 44% რუსეთიდან ჩამოდის და რუსულმა ბენზინმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ევროპული, რუმინული ბენზინი, ამასთან, 2012 წლიდან მუდმივად იზრდება დიზელის საწვავის იმპორტიც, რომელიც დღეის მდგომარეობით ბაზრის 24%-ს შეადგენს.

,,ჩვენ ჩავატარეთ საქართველოს ეკონომიკური ბაზრებისა და პოლიტიკური ტენდენციების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი რუსეთთან მიმართებაში. კვლევამ აჩვენა რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, 3.5-ჯერ უფრო მეტად გავხდით ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ვიყავით 2003-2012 წლებში.

განსაკუთრებით საგანგაშოა მდგომარეობაა სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებთან მიმართებაში. ხორბლის იმპორტი რუსეთიდან, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, 2.5 ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალს 2012 წელს მთლიანი ბაზრის მხოლოდ 40% ეჭირა, 2021 წლისთვის ეს წილი 95%-მდე გაიზარდა. 3-ჯერ გაიზარდა რუსეთზე დამოკიდებულება ნავთობპროდუქტების იმპორტის ნაწილში. საქართველოში რუსეთიდან ბენზინის იმპორტი 2014 წლიდან მუდმივად იზრდება და მთლიანი ბაზრის 44%-ს შეადგენს, ფაქტიურად რუსულმა ბენზინმა საქართველოში ჩაანაცვლა ევროპული, რუმინული ბენზინი. 2012 წლიდან მუდმივად იზრდება დიზელის საწვავის იმპორტიც, რომელიც დღეის მდგომარეობით ბაზრის 24%-ს შეადგენს, ამ შემთხვევაშიც მოხდა რუმინული და აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების რუსულით ჩანაცვლება.

2.5 ჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან და 2012 წლიდან საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნიდან იმპორტიორ ქვეყნად გადაიქცა.

საქართველოში რუსული გაზის იმპორტი განსაკუთრებულად მაღალი ტემპით, 3.5 ჯერ გაიზარდა და 2021 წელს 425 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. ანალოგიურია მდგომარეობაა სხვა მიმართულებებითაც, 3-ჯერ გაიზარდა სავაჭრო საქონელბრუნვის საერთო მოცულობა, 3-ჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 5-ჯერ გაიზარდა სატრანსპორტო გადაზიდვების ინტენსივობა, რაც ნათლად ადასტურებს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდას. კვლევამ ასევე გვიჩვენა საყურადღებო ტენდენცია, 2013-2021 წლებში საქართველოში ჯამურად რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა 5.4 ჯერ მეტია 2003–2012 წლებში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაზე. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ბოლო სამი თვის მონაცემები, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვექნება საგანგაშო მაჩვენებლები.

ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რაც 500 მილიონიანი მოსახლეობის მასშტაბის სავაჭრო ბაზრის ათვისების პოტენციალს ნიშნავდა და ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკისთვის. საქართველოს მთავრობის არასწორმა და უგუნურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული გაგვხადა. საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის ბაზრის დივერსიფიცირების პოლიტიკური ნების არარსებობამ, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია საქართველოს რუსეთზე, როგორც იმპორტ, ისე ექსპორტდამოკიდებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში. არსებული გარემოება არის პრობლემა საქართველოს ეკონომიკისთვის და მომატებული საფრთხე სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა ურუშაძემ.

ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები