ტვ „იმედის“ მეშვეობით ბედავენ და აი ამ მასალებთან დაკავშირებით სამ გვარს ახსენებენ

კახაბერ ქემოკლიძე: „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, ტვ „იმედის“ მეშვეობით ბედავენ და აი ამ მასალებთან დაკავშირებით სამ გვარს ახსენებენ, ერთ-ერთს მათ შორის ჩემსას. მე მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს – პირი გამოირეცხონ, როდესაც ჩვენს გვარებს ახსენებენ. მათგან განსხვავებით შუბლის ძარღვი და ღირსება არასოდეს დაგვიკარგავს, რომ პარტიის გამო და პირადი ინტერესების გამო ჩვენ გარკვეულწილად რაღაცა დივიდენდები მიგვეღო პოლიტიკურ კონტექსტში. ამას გულწრფელად, ადამიანურ დონეზე ვამბობ“

მსგავსი სიახლეები