ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო, გათიშული იყო, ჩაირთო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის განკუთვნილი პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო, გათიშული იყო, ჩაირთო.

6 ივლისს 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე ჩინურ ვაქცინა “სინოფარმზე” რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე პორტალი გაითიშა, მოქალაქეები „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები