ბიუჯეტის ძარცვა არ ყოფნით და ეხლა 44%– ით იზრდიან ხელფასს

ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ამჟამად  ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე თავის facebook გვერდზე, პოსტს აქვეყნებს:

გიხაროდენ ეროო!!!
ქვეყანაში სადაც პენსიონერს 20 ლარით უზრდიან პენსიას, ამასაც აყვედრიან და მიიჩნევენ მიღწევად, ამ დროს კი თვითონ ბიუჯეტის ძარცვა არ ყოფნით და 44%– ით იზრდიან ხელფასს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ოცნება, ხელფასების მომატებას გეგმავენ 44% -ით. ანუ პაპუაშვილს 10,000 ლარი ექნება და სხვა დეპუტატებს 9,000 ლარამდე, კანონპროექტი უკვე დააინიცირა პაპუაშვილმა.
ესენი რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდნენ და მოშორდნენ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან.
წერს გიორგი ყუფარაძე და თან შალვა პაპუაშვილის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტის რამოდენიმე ფოტოს აქვეყნებს!

მსგავსი სიახლეები