მოდით ისიც მოვყვეთ თუ როგორ და ვინ უგორებდა გახარიას პარტიის შიგნიდან

ქართული ოცნები ყოფილი წევრი და ამჟამად ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე, მამუკა მდინარაძის და ოცნებიდან ეგრედწოდებული “განდგომილების” განცხადებებს გამოეხმაურა:
იმ განდგომილთა “კვარტეტს” მდინარაძეც აჰყოლია და გახარიაზე რაც თვქეს მართალიაო…
რადგან ნელ-ნელა კარტებს ხსნით ჯიგრებო, მოდით მეც დაგიმატებთ და იმაზეც მოვყვეთ თუ როგორ და ვინ უგორებდა გახარიას პარტიის შიგნიდან (ბიძნასთან შეუთანხმებლად) შსს მინისტრობის დროს და მერე პრემიერობისას. (ის გამოვტოვოთ გახარია თუ ცუდი იყო, პრემიერად რატომ აირჩიეს).
“კვარტეტმა’ ისიც სიმართლე თქვეს, კლუბებში რეიდის შემდეგ, კალაძე იყო გაბრაზებული გახარიაზეო, უბრალოდ ის აღარ დააყოლეს, კლაძის ფლანგი რა დავალებებს გასცემდა პარტიის ცენტრალური ოფისიდან და სუსმა რა მოქმედებები დაიწყო (ესეც ბიძნასთან შეუთანხმებლად), სანამ არ გაუბაზრდათ და მერე სასწრაფო წესით “გათეთრებაზე” მოუწიათ მუშაობის დაიწყება და კალაძეს 1 საათიანი ინტერვიუ ჩააწერინეს გახარიას ქება-დიდების.
მოკლედ ძალიან ბევრია მოსაყოლი მაგრამ ამდენს რა დაწერს აქ, ახლო მომავალში რომელიმე არხის ეთერიდან მოგიყვებით ამ ყველაფერს, ან რომელიმე სააგენტოს მეშვეობით თუ რა ხდებოდა “კულვარებში” რეალურად მაგ პერიოდში და მეც ვინ რის გაკეთებას მთხოვდა.
წერს თავის facebook გვერდზე: გიორგი ყუფარაძე

მსგავსი სიახლეები