“სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი” -ს განცხადება

მიუხედავად არაერთი ხელისშემშლელი გარემოებისა, რაც ბოლო პერიოდში ჩვენი ორგანიზაციის (CDMC) მიმართ იქნა განხორციელებული, ჩვენ შევძელით კვლავ აქტიურად ჩავრთულიყავით მიმდინარე პროცესებში. მეგობარი ორგანიზაციების დახმარებით (მადლობა მათ) გვაქვს შესაძლებლობა მოვახდინოთ საარჩევნო პროცესზე უშუალო დაკვირვება, რათა მაქსიმალურად მოვახდინოთ მოსალოდნელი დარღვევების პრევენცია და ხელი შევუწყოთ არჩევნების გამჭირვალედ და სამართლიანად ჩატარებას. ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით 200-ზე მეტი დამკვირვებელი იქნება წარმოდგენილი თბილისსა და რეგიონებში, ასევე გვეყოლება მოძრავი ჯგუფები, რომლებიც ეტაპობრივად მოახდენენ საარჩევნო უბნების გადამოწმებასა და ვითარების შესწავლას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვითანამშრომლებთ პარტნიორი სახელმწიფოების სადამკვირვებლო მისიებთან და დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით თითოეული დარღვევისა თუ გადაცდომის შესახებ.

“სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი” 

მსგავსი სიახლეები