გიორგი გახარია – “ნაცმოძრაობასთან” არანაირ ალიანს არ განვიხილავთ

გიორგი გახარია – პარტია „საქართველოსთვის“ “ნაცმოძრაობასთან” ალიანსს არ და ვერ განიხილავს
– ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ გორში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გახარია ჟურნალისტებთან აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკური პოზიციაა.
“მინდა აბსოლუტურად ღიად, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსს არ და ვერ განიხილავს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია“, -აღნიშნავს გახარია.

მსგავსი სიახლეები