არავის გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის მრევლს, რა გააკეთოს არჩევნებზე – საპატრიარქოს პრესსპიკერი

სკანდალური ფაილები სუს-იდან – საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სკანდალურ ჩანაწერებზე პირველი კომენტარი საპატრიარქოს ტელეკომპანია ერთსულოვნების ეთერში გააკეთა.

სასულიერო პირმა კრიტიკული მედია გააკრიტიკა. ჯაღმაიძის მტკიცებით, ტელევიზიები მონდომებულნი არიან, ეკლესია პოლიტიკაში ჩართონ.

ჯაღმაიძე ამბობს, რომ მრევლს ეკლესია მითითებებს მისცემს, რა უნდა გააკეთოს არჩევნებზე

ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს მან არჩევნებზე”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

tvpirveli.ge

მსგავსი სიახლეები