გავლენიანი გემრნაული გამოცემა Taz თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

მიშა ხაჩიძე

საქრთველო შოკურ მდგომარეობაში, ქვეყანის დემოკრატიას საფრთხე ემუქრება – ასე ეხმაურება ყოველდღიური და გავლენიანი გემრნაული გამოცემა Taz თბილისში მიმდინარე მოვლენებს.
ჟურნალისტი წერს, რომ ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი პრემიერ მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს. პარალელურად კი, შსს ავრცელებს ვერსია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილი ოპერატორი, რომელიც აქციაზე სასიკვდილოდ ცემეს, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა სახლისკენ მიმავალ გზაზე.
კვირას საღამოს ათასობით ადამიანი გამოვიდა დედაქალაქ თბილისისა და ექვსი სხვა ქალაქის ქუჩებში და მოითხოვა პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომა. პარლამენტის შენობის წინ, ხალხი ყვავილებს დებდა და სანთლებს ანთებდა. თბილისში, რუსთაველის ცენტრალური ბულვარი მთლიანად პარალიზებული იყო.
მორიგი აჟიოტაჟის მიზეზი ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება იყო. დედამ 37 წლის მამაკაცი, რომელიც TV პირველისთვის მუშაობდა, მკვდარი იპოვა საწოლში. ლაშკარავა ერთ-ერთი იყო იმ 53 ჟურნალისტიდან, რომლებმაც გასულ კვირისს ორშაბათს LBGTQ აღლუმის მოწინააღმდეგე, რადიკალები თავს დაესხნენ. მას ჰქონდა რამდენიმე ძვლის მოტეხილობა და მწვავე ტვინის შერყევა. პოლიცია პროცესში არ ჩარეულა. პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა აღლუმის წინააღმდეგ ისაუბრა, რომელიც საბოლოოდ გაუქმდა და თქვა, რომ მსვლელობამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვაოს კონფლიქტები საზოგადოებაში
წყარო  https://taz.de/Homophobe-Gewalt/!5781030/

მსგავსი სიახლეები