ეს სამიტი და პარტნიორობა ღირებულებებზე დგას, ესენია:

ეს სამიტი და პარტნიორობა ღირებულებებზე დგას, ესენია – კანონის უზენაესობა, ჯეროვანი მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატიული პრინციპები, ეს ის ღირებულებებია, რომელზეც დაყრდნობითაც ევროკავშირს მის აღმოსავლელ პარტნიორებთან სურს ურთიერთობა, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდგომ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებოდა.

მიშელის თქმით, სამიტის დეკლარაცია ის შესაძლებლობა იყო, რომლის წყალობითაც ევროკავშირმა პარტნიორობის მომავლის მიმართ თავისი მისწრაფების კიდევ ერთხელ დადასტურება შეძლო, რაც მოქალაქეებზე მორგებულ მომავალს უკავშირდება, განვითარების, სოციალური ერთსულოვნებისა და ვალდებულებების შესრულების გზით.

„ჩვენს გვაქვს საერთო ამბიცია, რომ ერთად გავუმკლავდეთ ციფრულ საკითხებს კლიმატის ცვლილებას, რათა ერთიანი ხედვა გვქონდეს აღნიშნული თემების ირგვლივ“, – განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აქცენტი ევროკავშირის საინვესტიციო პაკეტზე გააკეთა და დასძინა, რომ კეთილდღეობა უსაფრთხოებასთან ერთად მოდის. აღნიშნულზე საუბრისას მიშელმა აქცენტი უკრაინაზე გააკეთა.

“ისინი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. კეთილდღეობა მხოლოდ უსაფრთხოებასთან ერთად მოდის. ჩვენ უკრაინას ხელახალა დავუდასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ხვალინდელი ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს და ჩვენს პარტნიორებთან, დიდ შვიდეულთან და ნატოსთან ერთად, მტკიცედ განაცხადებს, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ძლიერი რეაქცია იქნება და დამნაშავეს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს“, – განაცხადა მიშელმა.

მისიმე თქმით, დღეს ბელარუსისთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ბელარუსი ხალხის მიმართ აღებულ ვალდებულებებზე უარს ამბობს.

„ეს სამიტი ახალ ბიძგს აძლევს ჩვენს ამბიციას, რომ ევროკავშირის ერთგულება კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ ქმედებებში გადავზარდოთ“, – განაცხადა მიშელმა შეჯამების სახით.

მსგავსი სიახლეები