ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 74 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 053 ადამიანი და ჩატარდა 45 100 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 737 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 363 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: 27 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.23%.

4 247 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 1 755,
  • აჭარა – 456,
  • იმერეთი – 447,
  • ქვემო ქართლი – 295,
  • შიდა ქართლი – 254,
  • გურია – 121,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 304,
  • კახეთი – 389,
  • მცხეთა-მთიანეთი -102,
  • სამცხე-ჯავახეთი – 86,
  • რაჭა-ლეჩხუმი და 130 სვანეთი – 38.

NCDC-ის თანახმად, გასულ 24 საათში ჩატარდა 26 734 აცრა. 28 აგვისტოს მონაცემებით სულ 1 122 209 აცრაა ჩატარებული.

1 დოზით ვაქცინირებულია 760 899 ადამიანი — მოზრდილი მოსახლეობის 26.6%. სრულად ვაქცინირებულია 361 310 ადამიანი — მოზრდილი მოსახლეობის 12.7%.

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 540 449 შემთხვევაა აღრიცხული. 476 555 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 175 კი — გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები