შოლცმა უკრაინის და მოლდოვის განაცხადებს მხარი დაუჭირა, საქართველო არ ახსენა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს კი ამ კონტექსტში არ ახსენებს.

როგორც Business Insider-ის გერმანული გამოცემა წერს, ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა უკრაინაში ვიზიტის დროს გააკეთა მისი თქმით, გერმანია მხარს უჭერს პოზიტიურ გადაწყვეტილებას უკრაინის მიმართ და „ეს ასევე ეხება მოლდოვის რესპუბლიკას“:

„უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა უკრაინაში ვიზიტისას, თუმცა პრესკონფერენციაზე არაფერი უთქვამს საქართველოსთან დაკავშირებით.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირისგან ელის „მკაფიო და პოზიტიურ“ პასუხებს მოლდოვასთან დაკავშირებით, რომელსაც, მსგავსად საქართველოსა და უკრაინისა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება სურს.

მისი თქმით, მოლდოვა ამ მკაფიო პასუხებს მიიღებს, თუმცა, მისივე განცხადებით, ალიანსში გაწევრიანება დაკავშირებული იქნება პირობებთანაც.

მაკრონისვე განცხადებით, ამ პროცესში არ შეიძლება უკრაინისა და მოლდოვის ერთმანეთისგან გამოყოფა, თუმცა, როგორც Politico იუწყება, ფრანგმა ლიდერმა განაცხადა, რომ საქართველო „გეოპოლიტიკურად სხვა ადგილას“

მსგავსი სიახლეები