ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, უკანონოდ აშენებულ კორპუსებთან, უსახლკაროები მივიდნენ და მოითხოვეს, რომ ეს „ბინები მათ გადასცენ“

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, უკანონოდ აშენებულ კორპუსებთან, უსახლკაროები მივიდნენ და მოითხოვეს, რომ ეს „ბინები მათ გადასცენ“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ კორპუსების დემონტაჟი იგეგმება და ამის უფლებას არავის მისცემენ. „ბევრი ადამიანია უსახლკარო, რატომ უნდა დაანგრიონ. მოგვცენ ჩვენ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ბათუმში, გოგოლის 11-ში, 9 კორპუსი უკანონოდ აშენდა.  ამის მიუხედავად ხელისუფლებას ეს მშენებლობა არ შეუჩერებია. ოფიციალურად ბათუმის მერია და ხელისუფლების სხვა პირები აცხადებენ, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

ამ საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღემდე არ გამართულა.

უკანონოდ აშენებული კორპუსები მეტრო ჰოლდინგს ეკუთვნის.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები