კორონავირუსით დაინფიცირების ახალი მაჩვენებელი საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 867 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 167 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 700 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 398 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 382 734-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.21% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.65%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 164 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 362 491-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 503 პირი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები