“ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. ასე, რომ თუ რამეს ფარდა ასახდელი აქვს, ვთხოვთ მათ, რომ ეს ქნან. მთელი პროცესი ძალიან გამჭვირვალეა, არის სტანდარტები და კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. ანუ ისწრაფვი კანდიდატის სტატუსისკენ და ამის შემდეგ იწყება პროცესი, რომელიც ნორმალიზებული და სტანდარტიზებულია. 6 იყო ევროპული კავშირის დამფუძნებელი ქვეყანა და 19 მიუერთდა, ასე, რომ 19-ჯერ გვაქვს ეს გაკეთებული, მას შემდეგ, რაც დაფუძნდა ევროკავშირი.
ძალიან მარტივი გასაგებია, რა არის საჭირო. არის მაგალითად ძალიან ბევრი ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობამ და ისინი უნდა განხორციელდეს ცხოვრებაში. ეს ეხება საარჩევნო კანონს, სასამართლო თემას… ამაზე საქართველოს მთავრობა დაგვპირდა რეფორმებს და გვსურს დარწმუნებულები ვიყოთ, რომ დემოკრატიული პროცესის ამ ნაწილიდან არ გადაუხვევენ.
წარმოდგენა არ გვაქვს რა ბრალდებებს გვიყენებენ და რა ფაქტები გააჩნია ვინმეს ან რომელსაც შეიძლება ფარდა აეხადოს,” – განაცხადა ევროპარალმანტარმა.