მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ცოცხალი რობოტები – ქსენობოტები წარადგინეს, რომლებსაც გამრავლება შუძლიათ

მეცნიერები, რომლებმაც მსოფლიოში პირველი ცოცხალი რობოტები ქსენობოტები შექმნეს, აცხადებენ, რომ სიცოცხლის ეს ფორმა არის „მსოფლიოში პირველი თვითგამრავლებადი ცოცხალი რობოტები“.

პაწაწინა ორგანიზმები პირველად 2020 წელს შექმნეს. რობოტები აფრიკული კლანჭებიანი ბაყაყის გულისა და კანის ღეროვანი უჯრედებიდან გამოიყვანეს. მათ დამოუკიდებლად გადაადგილება დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ენერგიის ამოწურვამდე შეუძლიათ, შემდეგ კი შესწევთ გამრავლების უნარიც.

ვერმონტის უნივერსიტეტის, ტაფტსის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგიური ინჟინერიის Wyss ინსტიტუტის მეცნიერებმა ორშაბათს კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ მათ აღმოაჩინეს ბიოლოგიური გამრავლების ახალი ტიპი, რომელიც ნებისმიერი სხვა ცნობილი მცენარის ან ცხოველის სახეობისგან განსხვავდება.

მეცნიერების თქმით, ახალმა კვლევამ შეიძლება სამედიცინო სფეროში სრული გადატრიალება მოახდინოს.

“ეს არის რეგენერაციული მედიცინა, გამოსავალი ტრავმული დაზიანების, თანდაყოლილი დეფექტების, კიბოსა და დაბერების წინააღმდეგ. ქსენობოტი არის ახალი პლატფორმა, რომელიც უნდა შევისწავლოთ“ – განაცხადა კვლევის ლიდერმა მაიკლ ლევინმა.

რობოტი თუ ორგანიზმი?

ღეროვანი უჯრედები არის არასპეციალიზებული უჯრედები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა ტიპის უჯრედებად გარდაიქმნეს. ქსენობოტების შესაქმნელად მკვლევარებმა ბაყაყის ემბრიონებიდან ცოცხალი ღეროვანი უჯრედები ამოიღეს და ინკუბაციისთვის დატოვეს. ეს არ არის გენით მანიპულირება.

„ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ რობოტები დამზადებულია ლითონისა და კერამიკისგან, მაგრამ მნიშვნელოვანია არა ის, თუ რისგან არის დამზადებული რობოტი, არამედ ის, თუ რას აკეთებს ის. ასე რომ, ეს არის რობოტი, მაგრამ ის ასევე არის ორგანიზმი, რომელიც შექმნილია გენეტიკურად უცვლელი ბაყაყის უჯრედისგან” – აღნიშნავს პროფესორი ჯოშ ბონგარდი.

ბონგარდმა თქვა, რომ წლების წინ მათ აღმოაჩინეს ქსენობოტები, რომლებიც თავდაპირველად იყო სფერული და შედგებოდა დაახლოებით 3000 უჯრედისგან, მათ გამრავლება შეეძლოთ, თუმცა ეს იშვიათად და გარკვეულ პირობებში იყო შესაძლებელი. ბონგარდის თქმით, ქსენობოტებმა განახორციელეს „კინეტიკური რეპლიკაციის“, პროცესი მოლეკულურ დონეზე, მაგრამ ასეთი მასშტაბით, რომ მთლიანი ორგანიზმი გამრავლებულიყო, ეს პროცესი არასდროს მომხდარა.

პროცესში მკვლევარებმა გამოყენეს ხელოვნური ინტელექტი, რათა ქსენობოტების გაყოფა უფრო ეფექტური გამხდარიყო. სუპერკომპიუტერი ახლა C-ის ფორმისაა, რომელიც 1980-იანი წლების ვიდეო თამაშს Pac-Man-ს, მოგაგონებთ. მათ აღმოაჩინეს, რომ ახალ ტექნოლოგიას შეეძლო პეტრის ჭურჭელში პატარა ღეროვანი უჯრედების პოვნა, ასობით მათგანის შეგროვება და რამდენიმე დღის შემდეგ უჯრედების შეკვრა, რაც ახალ ქსენობოტებს წარმოშობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიოტექნოლოგიის თვითგამრავლების პერსპექტივა შეიძლება შემაშფოთებელი იყოს, მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ცოცხალი მანქანები მთლიანად ლაბორატორიაშია და ადვილად ქრება, რადგან ისინი ბიოდეგრადირებადია და რეგულირდება ეთიკური ექსპერტების მიერ.

კვლევა რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში ორშაბათს გამოქვეყნდა.

(წყარო – edition.cnn.com; msn.com)

მსგავსი სიახლეები