კორონავირუსით დაინფიცირების ახალი მაჩვენებელი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 231 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 194 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 607, „პისიარ“ ტესტით – 8 587.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,66 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,6 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,92 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 388 329 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 366 250  გამოჯანმრთელდა, 5 566 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 357 106 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 271.

მსგავსი სიახლეები