ირაკლი წულაია
აი ამ კაცუნებს და მათ ფინიებს, ამართინებს ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას. მგონი მართლა პლენში ყავთ !
აი ამ კაცუნებს და მათ ფინიებს, ამართინებს ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას. მგონი მართლა პლენში ყავთ !
კაცმა რომელმაც: 1. ქართული ოცნების შანსი მიეღო საუკეთესო კონსტიტუცია, ერი გაეერთიანებინა და საერთო მიზნის ირგვლივ შემოეკრიბა ეს ისედაც გაყოფილი საზოგადოება გაანიავა და ფაქტიურად მარტომ მიიღო კონსტიტუცია, რის გამოც კრიზისების ჭაობში ვართ. 2. კაცმა რომელმაც 2007 წლიდან სისხლიან სისტემასთან ყველა გულწრფელი მებრძოლი და მხარდამჭერი ჩამოაცილა ბიძინა ივანიშვილს. გატენა მესამე ხარისხოვანი ნაცებით ოცნება. 3. კაცმა რომელმაც ვერ შესთავაზა ბიძინა ივანიშვილს რეალური სასამართლო რეფომა და სასამრთლოს კლანის დაკვეთით გააძილიერა სადისტები, ვინც ნაცების ყველაზე ბინძურ საქმეებს თვალდაუჭული უდასტურებდნენ, თითქოს მომსამართლეები კი არა ეშ,აკის ნოტარიუსები ყოფილიყვნენ, რითიც ფაქტიურად დაასამარა ოცნებაც და ბიძინა ივანიშვილიც. 4.კაცმა რომელმაც გავრილოვი დაპატიჟა ქვეყანაში მასთან ერთად ღვინოს წრუპავდა, მერე ჩასვა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სკამზე და თვითონ კურდღელივით ბაქოში გაიქცა, სადაც იმალებოდა სანამ არ მოხდა უბედურება და სანამ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილმა არ უთხრა წადიო, გაჰყვიროდა არ გადავდგებიო, რამაც გამოიწვია 20 ივნისის უბედურბები. 5.კაცმა რომელმაც გახარიას რეიტინგის შიშით, რომელიც უკლავდა შანს მასს პირველი პირი გამხადარიყო ოდესმე ქვეყანაში, “პაჟიგატელობა” დაიწყო და ყველაზე ეფექტურ პრემიერი მინისტი ფაქტიურად დააპირსპირა ცრუ ინფორმაციებით ბიძინა ივანიშვილს, რითიც საბოლოოდ დაღუპა ოცნებაც და ქვეყანაც, ექვსი თვეა კრიზისების მეტი არაფერი გვაქვს ქვეყანაში. 6.კაცმა რომელმაც რურუას, მელიას სამუდამო ამინისტია უბოძა და ფაქტიურად მწვანე აუნთო მომავალში ასეთ დანაშაულებს, გადააგდო სრულად ყველა ჩვენი მეგობარი – ევროპა, ამერიკა და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პარტიის ინტერესები დააყენა პრიორიტეტად, რითიც ქვეყანას დაუპაუზა ევროპული მომავალი და სანქციების მოლოდინში ვართ, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე პროგრესირებადი ქვეყანა მეგობრებისგან. ახლა მითხარით, როგორ დგეხართ ამათ გვერდით ? როგორ ასრულებთ ამათ დავალებებს ? ხალხნო გამაგებინეთ რა უნდა შექმნან ამათმა ქვეყნისთვის და მისი მომავლი თაობებისთვის ?