ადამ კინზინგერი განმარტავს, რატომ ვერ შედგება ვაშინგტონში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა

კონგრესმენები და მე არასოდეს ვიტყოდით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, – ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა არ ისურვა.

„ამ კვირაში ვაშინგტონში არ ვიმყოფებით და ამიტომ ეს შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა“,- წერს კინზინგერი.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო.

მსგავსი სიახლეები