ნებისმიერი სოციალური აქტივობა დღეს შეიძლება, გახდეს ბუსტერი ინფექციის გავრცელებისა

ნებისმიერი სოციალური აქტივობა დღეს შეიძლება, გახდეს ბუსტერი ინფექციის გავრცელებისა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, გასაგებია, რომ რიგი ღონისძიებები სხვადასხვა დროს დაიგეგმა, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მაშინ ამის საშუალებას მეტ-ნაკლებად იძლეოდა.

„ვფიქრობ, კიდევ დამატებითი განხილვა ამ საკითხის და არსებული გარემოებების გათვალისწინება მოგვცემს საშუალებას, რომ ერთობლივად შევჯერდეთ ოპტიმალურ და უსაფრთხო მოდელზე, რადგან ნებისმიერი სოციალური აქტივობა, დღეს შეიძლება, გახდეს ბუსტერი ინფექციის გავრცელებისთვის, ამიტომ ყველა მხარეს უნდა ვიყოთ ფრთხილად. საბჭო ამ თემაზე იმსჯელებს და ის, რაც იქნება მიღებული, მაშინ მოგახსენებთ.  მიმდინარე პერიოდში ნიღბის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და ის უკიდურესად მნიშვნელოვანი ზომები, რაც დღეს დადგენილია, უნდა შესრულდეს. ჩვენ დავაანონსეთ, რომ საკოორდინაციო საბჭო კიდევ დამატებით იმსჯელებს მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე რეგულაციებზე და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი კიდევ გახდება განხილვის თემა“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ლოკალური საჭიროებების გათალისწინებით იქნება შესაბამისი გეგმები მომზადებული.

„წითელი ზონა და საგანგაშო მდგომარეობა ჩვენ გვაქვს მთელ ქვეყანაში. ბათუმში , რომ აქტივობა ძალიან მაღალია, ამას ყველა ვხედავთ და ნამდვილად საგანგაშოა, ის ვიდეოები და ფოტოები, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელში ბათუმის გასართობი ღონისძიებებიდან და სოციალური თავყრილობებიდან გამომდინარე. პირბადის გამოყენებისთვის ჩვენ ვცადეთ სხვადასხვა გზა. ეს იყო ნებაყოფლობითი გამოყენება, იყო სანქცირება. დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა იქნება ოპტიმალური მიდგომა, რათა რეალურად პირბადის გამოყენების მოთხოვნა აღსრულდეს. ამ შეთხვევაში ფორმალურად რაიმე რეგულაციების შემოტანა უბრალოდ აზრს მოკლებულია. ამდენად, რაც არ უნდა სავალდებულობა მოვითხოვოთ კიდევ დამატებით, თუ არ იქნა ინდივიდუალურ დონეზე ამის აღსრულება, ძალიან გაგვიჭირდება“, -განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები