(ვიდეო) კასპში, „ქართული ოცნების“ მოქმედმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ერთმანეთი სცემეს

ძალიან დიდი სკანდალი „ოცნებაში“ –  კასპში, „ქართული ოცნების“ მოქმედმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ერთმანეთი სცემეს და დაკბინეს. კერძოდ, ლაპარაკია კასპში, „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ფიზიკურ დაპირიპსირებაზე. ჩხუბის შედეგად კასპის მოქმედ მერ ვახტანგ მაისურაძეს, როგორც „ტვ პირველი“ იუწყება, ცხვირი გაუტეხეს, ყოფილი მერს მანუჩარ მერებაშვილს კი მძიმე დაზიანებები კბენის შედეგად აქვს მიღებული, თუმცა მერებაშვილი მომხდარს უარყოფს.

თვითმხილველთა ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება სასმელ წყალთან დაკავშირებით დაიწყო.


cnews

მსგავსი სიახლეები