გახარიას გუნდი ოპოზიციას საკრებულოს უმრავლესობას აღარ დააკომპლექტებინებს

გიორგი გახარიამ მისივე სიტყვები უკან წაიღო  – დღეს გაირკვა, რომ პარტია “საქართველოსთვის” ოპოზიციას რეგიონებში საკრებულოს უმრავლესობის აღარ დააკომპლექტებინებს, თუ საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას გუნდის წევრი არ იქნება.

ეს მაშინ, როცა ექსპრემიერის გუნდი უარს ამბობდა ყველა თანამდებობაზე და მზად იყო, ოპოზციის შერჩეული კანდიდატისთვის მხარი დაეჭირა, რომ ,,ქართულ ოცნებას” მართვის სადავეების ხელში არ ჰქონოდა.

ჩვენ უარი ვთქვით საკრებულოებში თაანამდებებზე და შევთავაზეთ პირველ, მეორე ადგილზე გასულ პარტიებს, შეთანხმების გზით აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ეს იყო შესაძლებლობა თითოული ამ პარტიისთვის, დამდგარიყო ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ქვეყნის ინტერესები დაეყენებინათ პირველ რიგში, რაც სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს. 

 იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია ,,საქართველოსთვის” წარმოდგენილია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით, ჩვენ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე. 

ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციაში, ორივე – როგორც “ოცნება”, ასევე “ნაციონალური მოძრაობა”, პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები დაუჭერენ მხარს ჩვენს კანდიდატებს და თავად ამ პარტიების წარმომადგენლები იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები”- განაცხადა საგანგებო ბრიგინგზე კახა ქემოკლიძემ. 

მსგავსი სიახლეები