გიორგი გახარია: „ბატონ პრემიერს ვთხოვდი უფრო მეტი ისაუბროს ჩემზე.“

გიორგი გახარია: „ბატონ პრემიერს ვთხოვდი უფრო მეტი ისაუბროს ჩემზე.“
დღეს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ სამეგრელოში ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ხობის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და ზუგდიდის საკრებულოს პარტიული სია წარადგინა.
წარდგენის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიასთანაც გააკეთა კომენტარი მიმდინარე საკითხებზე. ჟურნალისტების კითხვაზე, რას უპასუხებდა გახარია პრემიერ ღარიბაშვილს, რომელმაც გიორგი გახარიასადმი დღეს კიდევ ერთხელ გაახმოვანა სხვადასხვა სახის ბრალდეები – გიორგი გახარია მხოლოდ ერთი რეპლიკით შემოიფარგლა.
„ბატონ პრემიერს ვთხოვდი უფრო მეტი ისაუბროს ჩემზე.“- ამბობს გახარია.

მსგავსი სიახლეები