პრემიერს არ დაუკონკრეტებია გადასახადებში სალიცენზიო მოსაკრებლის ზრდა თუ იგულისხმება.
“1.5 მილიარდი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინ-კაზინოების მეშვეობით. ამის თაობაზე საუბარი მქონდა ეკონომიკურ გუნდთან.
ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე და ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ამაზე ხედვა და ის წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რაც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინიების მფლობელებეისთვის. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა დღეს უკვე უცხოური კომპანიებია და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული უცხოეთში გაედინება – ესაა 1.5 მილიარდი ლარი და აქედან 99% გაჭირვებული მოქალაქეები არიან, ისინი ვინც არ მუშაოებენ, ამიტომ პირველ ეტაპზე ვფიქრობთ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
აზარტული თამაშების სექტორი გადასახადებს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებს, ასევე ცენტრალურ ბიუჯეტსაც უხდის. მაგალითად მომდევნო წლისთვის თბილისის შემოსავალი აზარტული თამაშებიდან 50 მილიონი ლარით არის დაგეგმილი.
რაც შეეხება ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდილ თანხებს, 2020 წლის მდგომარეობით, ის ასე ნაწილდებოდა:
დღგ – 20,616,083 ლარი
მოგების გადასახადი – 131,107,914 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი – 61,251,180 ლარი;
ქონების გადასახადი (მ.შ. მიწა) – 1,213,494 ლარი;
სხვა – (მინუს) 3,996,181 ლარი;
სულ – 210,192,490 ლარი.