გიორგი გახარია ბრიუსელში სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრებს განაგრძობს.

გიორგი გახარია ბრიუსელში სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრებს განაგრძობს.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ შეხვედრები გამართა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილესთან მაცეი პოპოვსკისთან და „ევროპული პოლიტიკური ცენტრის“ წამყვან ანალიტიკოსთან ამანდა პოლისთან​.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც სამომავლოდ დამატებით უნდა გადაიდგას, ასევე საქართველოში არსებულ გამოწვევებს, როგორც რეგიონალურ ასევე ადგილობრივ დონეზე, შავი ზღვის უსაფრთხოებას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
შეხვედრებზე გიორგი გახარიამ ისაუბრა საკუთარი პარტიის და პოლიტიკური გეგმების შესახებ. ასევე, განიხილეს ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
პარტია​ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ მაცეი პოპოვსკის პარტიის პროგრამის ძირითადი მიმართულებებიც გააცნო. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა პარტია „საქართველოსთვის” მიერ უკვე შემუშავებულ რეფორმათა მთელ ჯაჭვზე და ამ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ეტაპობრივი ინსტიტუციური ინტეგრაციისთვის.
შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ხალხი დგას და შიგნით-(ი)ს გამოსახულება

მსგავსი სიახლეები