„შევნიშნეთ ხარვეზები, როგორიცაა დაშინება, ამომრჩვეელთა მოსყიდვა, ხმების ყიდვა და ზეწოლა და არათანასწორი საარჩევნო პირობები,“ – განაცხადა დღეს, 21 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა არჩევნებზე პირველ ტურზე საუბრისას და დასძინა, რომ ოდირის მისია არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდება.
შეგახსენებთ: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე 20-მდე დიდ ქალაქში 30 ოქტომბერს გაიმართება.
„მოხარული ვარ, რომ ოდირის მისია ისევ გააგრძელებს ფართომასშტაბიან ყოფნას აქ, როგორც პირველი ტურის დროს იყო. მისია დააკვირდება არჩევნების დღეს და პერიოდს მანამდეც. ასევე, ჩამოდის ევროპარლამენტარების მისიაც. პირველი ტურის შემდეგ ბევრი კარგი რამ დავინახეთ საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით, რაც 19 აპრილის შეთანხმებას მოჰყვა. იმედი გვაქვს, ამ ცვლილებაზე იქნება დამყარებული მეორე ტურიც.
რა თქმა უნდა, შევნიშნეთ ხარვეზები, როგორიცაა დაშინება, ამომრჩვეელთა მოსყიდვა, ხმების ყიდვა და ზეწოლა და არათანასწორი საარჩევნო პირობები. იმედი მაქვს,ყველა ეს ხარვეზი გამოსწორდება”, – თქვა ევროკავშირის ელჩმა.