თეთრი სახლი მხარს უჭერს $300 მილიარდის გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას – Bloomberg

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს რუსეთისთვის გაყინული აქტივები უკრაინას გადასცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ამერიკას რუსეთის 300 მილიარდ დოლარამდე ოდენობის თანხა აქვს გაყინული.

“კანონი აღმასრულებელ ხელისუფლებას მისცემს უფლებამოსილებას, რომ უკრაინას გადასცეს რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივები”, – ციტირებს Bloomberg დოკუმენტს. 

Bloomberg ასევე ციტირებს აშშ-ის კონგრესის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მოიცავდეს აქამდე კონგრესისთვის შეთავაზებულ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერას, თუმცა ამ შემთხვევაში მას კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი.

გამოცემის ცნობითვე, გადაწყვეტილებას აფერხებს ის, რომ რუსეთისთვის ქონების კონფისკაციამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს აშშ-ის ფინანსური სისტემის რეპუტაციაზე, რამაც შეიძლება დოლარის გაუფასურება გამოიწვიოს. ამასთან ერთად, აშშ ცდილობს რომ გადაწყვეტილება დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთანაც შეათანხმოს, რადგან 200 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული აქტივები ევროპის ქვეყნებშია.

alia.ge

მსგავსი სიახლეები