მთავარია არხი მათი დაკვეთით IPSOS S.A. მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? – არხის ცნობით შედეგები ასე გადანაწილდა.
- ქართული ოცნება – 35%
- ნაციონალური მოძრაობა – 30%
- საქართველოსთვის – 9%
- ევროპული საქართველო – 4%
- ხალხისთვის – 4%
- ლელო – 3%
- მესამე ძალა – 3%
- ლეიბორისტული პარტია – 3%
- გირჩი – მეტი თავისუფლება – 2%
- პატრიოტთა ალიანსი – 2%
- დროა – 1%
- მოქალაქეები – 1%
- სხვა პარტიები – 3%
მთავარი არხის ცნობით, ეს არის ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები.
“ანუ აქ ასახულია იმ რესპოდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას და აქვეა გადანაწილებული იმ რესპოდენტების პასუხებიც, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ თავიანთ ფავორიტს, მაგრამ დამატებითი კითხვების მეშვეობით კვლევის ავტორებისთვის ნათელი ხდება, რომელი პარტიის ან რომელი კანდიდატის მომხრეები არიან ისინი”, – ნათქვამია არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვლევა ჩატარებულია “მთავარი არხის” დაკვეთით. არხის თანახმად, გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია. კვლევის მეთოდოლოგია –