„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ (CDMC)-ის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს!

„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ (CDMC)-ის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს!

„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მიმდინარე წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომლის ჩვენეული შეფასებით, ცალსახად რთულდება ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად არსებული სტანდარტები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს. ამასთან, აღნიშნული კანონპროექტი თანხვედრაში არ მოდის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებთან და არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს სხვა სახის ხარვეზებსაც, რაც უკავშირდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადებს და პირისთვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეტყობინებასთან დაკავშირებულ ახალ წესებს. კერძოდ, რიგი დანაშაულების შემთხვევაში, პირმა შესაძლოა 30 წელი ვერ შეიტყოს, რომ მის მიმართ ხორციალდება ფარული მიყურადება, შესაბამისად ვერ გაასაჩივროს, ვერ ისარგებლოს სასამართლო უფლებით და ვერ შეძლოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა. ასევე, კანონპროექტის მიხედვით ფარული მოსმენები 77 დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს; ხოლო, დანაშაულთა ჩამონათვალს, რომლებზეც დასაშვებია ფარული თვალთვალი განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაული ემატება; საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა კი 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.

მსგავსი სიახლეები