“Black Sea Arena”-ზე დაანონსებული ვარსკვლავთცვენა, როგორც ჩანს, არ შედგება

“Black Sea Arena”-ზე დაანონსებული ვარსკვლავთცვენა, როგორც ჩანს, არ შედგება – “ოცნება” ამტკიცებს, რომ უცხოელ არტისტებს ომის ეშინიათ

 

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული ვასრკვლავთცვენა “Black Sea Arena” სცენაზე, როგორც ჩანს, არ შედგება. ხელისუფლებამ  კი პრემიერის კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირების გამართლება მოსახლეობის დაშინებით  გადაწყიტა.

თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ მსოფლიო დონის შემსრულებელებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა სურთ, თუმცა კონცერტების გამართვაზე უარს ომის შიშის გამო ამბობენ.

წულუკიანი რომ იტყუება, ეს “ტვ პირველთან ” თავად  “Black Sea Arena”  დირექტორმაც დაადსტურა.

ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა და ძალიან მალე გვეცოდინება ის არტისტები, რომლებიც დადასტურებულები არიან და მალე გაგაგებინებთ ინფორმაციას, – უთხრა ტატო ხარჩილავამ “პირველებს'”.

ჟურნალისტის კითხვას, მაშინ რატომ თქვა წულუკიანმა, რომ არტისტები საქართველოში ომის შიშით არ ჩამოდიან, ხარჩილავამ დაამატა, რომ ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო.ერთ-

ერთი მიზეზი იყო ეს ყველაფერი, ამგრამ უემეტს არტისტზებზე მაინც მოხერხდა დადასტურდა, – ამბობს ხარჩილავა. 

ოპოზიცია ამბოლბს, რომ ხელისუფლება ახლა ორი კუდღლის დაჭერას ცდილობს. ერთის მხრივ ისევ ომის პროპაგანდა ავითარებენ და მეორეს მხრივ,  რარიბაშვილის გამართლებას ცდილობენ.

„ქართული ოცნების“ სიგიჟეებს ზღვარი არ აქვს. ჭკუა არ მოეკითხება არც კულტურის მინისტრს და არც მთავრობის რომელიმე წევს და მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრს. ეს არის ჩვენი ხალხის დაშიანება, რომ თითქოს ომი შეიძლება დღე-დღეზე დაიწყოს და ამის შესახებ თურმე ამერიკელ ვარსკლავებსაც აყენებენ სამიქს კურსში და მათ აგენტებსაც. მეორე ის, რომ პრემიერის პროექტი ჩავარდა, თითქოსდა დიდი თანხები უნდა ცაერიცხათ და ცამოეყვანათ მსოფლიოს საუკეთესო ვარსკლავები და ბოლოს ალბათ ისე აღმოჩნდება, რომ ამერიკელი ვარსკლავების ნაცვლად რუს მომღერლებს ჩამოიყვანენ და შანსონებს მოასმენინებენ ჩვენს მოსახლეობას, – ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე. 

მსგავსი სიახლეები