დვალი: ჩვენი მთავრობა ტილოს ხატავს, რომელსაც ჰქვია საქართველოს ჩამოშორება ევროპიდან

ნიკა გვარამიას დაკავება ეს არ არის ცალკე აღებული მოვლენა, ეს არის დიდი სურათის ნაწილი, შტრიხი. ჩვენი მთავრობა ამ სურათს ხატავს, ნელ-ნელა მეთოდურად, ბოლო დროს ეს დაჩქარდა, ვინაიდან უკრაინის ომმა დააჩქარა და განვითარებულმა მოვლენებმა. მაგრამ ან ტილოს ეწოდება საქართველოს ჩამოშორება ევროპიდან და რუსეთის ორბიტაზე დაახლოება, ეს უბრალოდ დაახლოებით არ დამთავრდება. ეს იქნება შთანთქმა. ნიკა გვარამიას დაპატიმრება არის ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი შტრიხი ამ სურათში. მთელი მოცემულობა რაც არის, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს მთავრობას არ უნდა, რომ ევროკავშირში შევიდეთ, უბრალოდ ეს მათთვის არის ზედმეტი ტვირთი. შესაბამისად, ისინი ყველაფერს ცდილობენ გააკეთონ გარდა ღიად ამის განცხადებისა.

ამის შესახებ ფიზიკოსმა გია დვალმ გადაცემა გიორგი თარგამაძის ფორმულაში განაცხადა.

მსგავსი სიახლეები