“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ამჟამად ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძეთავის facebook გვერდზე დღეს ბორჯომში მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
ამ ქვეყანას ვატო შაქარაშვილის კუნთმაგარა გონებაჩლუნგი ტიტუშკებიღა აკლადა და აი ისინიც გამოჩდნენ, არ აქვს მნივნელობა ყოვლად მიუღებელ პოლიტიკოსს დაესხნენ თავს თუ ყველასთვის საყვარელს…
სუსის ახალი “ბრენდი” შეიქმნა შაქარას სახით.
ხოლო ადამიანთა ჯგუფის დაორგანიზება და მერე მათი ჯგუფურად თავდასხმა ადამიანზე თუ ადამიანების ჯგუფზე, დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით და იმედია შსს მალევე მოახდენს რეაგირებას!
პ.ს. ესე თუ შეაშინებდათ გირჩი ჯაფარიძის ხელისუფლებას ნამდვილად არ მეგონა, რა დღეში აქვთ ნერვები
წერს: გიორგი ყუფარაძე