ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა.
დაკავებულები წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ არიან.
მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ.
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.