თბილისის უბნების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, გაჩერებულია მეტროც

თბილისის რაიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„თელასის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ელექტროენერგია არ მიეწოდება დედაქალაქის აბონენტების დაახლოებით ნახევარს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეზღუდულია რეგიონების ნაწილშიც.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გათიშვის მიზეზებზე განმარტება ჯერ არ გაკეთებულა.

მსგავსი სიახლეები