საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია.
ივლისის მდგომარეობოთ, ლარის იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.86%-ია, რაც იანვარში არსებულ საპროცენტო განაკვეთს 3.76 პპ-ით აღემატება.
დოლარსა და ევროში კი პირიქით, იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირებულია. ამჯამად ევროს იპოთეკების საშუალო ღირებულება 4.7%-ია, რაც იანვართან შედარებით 0.6 პპ-ით ნაკლებია. დოლარში კი იპოთეკური სესხის განაკვეთი 6.5%-ია, რაც იანვართან შედარებით 0.5 პპ-ით ნაკლებია, თუმცა ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, 200,000 ლარამდე სესხების აღება მხოლოდ ლარში არის შესაძლებელი, შესაბამისად მოქალაქეთა უდიდესი ნაწილიც იპოთეკურ სესხს ლარში იღებს.
თავის მხრივ ლარის სესხების გაძვირების მიზეზი სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაა. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 10%-ს შეადგენს.