შსს-ს ინფორმაციით
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით მამაგეიშვილი დაინიშნა.
დავით მამაგეიშვილი აქამდე, ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ხოლო მისი წინამორბედი გოგა მემანიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაწინაურდა.







