3-ჯერ მეტია მიწოდება, ვიდრე დღეს მოთხოვნაა, ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ –აცხადებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე.
“დღეს პორტალზე, დაახლოებით, 100 ათასი ადგილია თავისუფალი და დაჯავშნილია მხოლოდ 35 ათასი ამ დღეების განმავლობაში. ანუ დაახლოებით, 3-ჯერ მეტია მიწოდება, ვიდრე დღეს მოთხოვნაა, ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ. ზრდა არის მაგრამ დამაკმაყოფილებელი არ არის, გვჭირდება მეტი აცრა დღიურად”. – აცხადებს გამყრელიძე.