საქართველო კოვიდის გავრცელების ტენდენციით კვლავ პირველ ადგილზეა – NY Times

NY Times-ის მონაცემებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების ტენდენციით მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა.

ამ მონაცემების თანახმად, ბოლო 14 დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების 155-პროცენტიანი ზრდაა.

ყოველ 100 ათასს კაცზე საქართველოში საშუალოდ 112 შემთხვევა ფიქსირდება, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდი მონაცემია.

საქართველოს მოჰყვება ლატვია, ბარბადოსი, სერბეთი და გაერთიანებული სამეფოს კუნძული მენი.

ამავე მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა.

NY times-ის დიაგრამა Our World In Data-ს სტატისტიკას ეყრდნობა.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები