რუსების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი მოკლული ვიპოვეთ

რუსები იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს, ზოგიერთ მათგანს ვერ ვპოულობთ, ზოგიერთი უკვე ვიპოვეთ და ისინი მოკლულები არიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით,ზოგიერთი მათგანი კი ოკუპანტებმა ჩაანაცვლეს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინისთვის ძალა ძალადობას ნიშნავს. მისი თქმით, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმავე მეთოდებს იყენებს, რაც დონბასში 2014 წელს გამოიყენა.

„ჩვენ გვჯერა გამარჯვების. სხვა რამის დაჯერება შეუძლებელია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ეს არის ჩვენი სახლი, ჩვენი მიწა, ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყნის გამარჯვება დამოკიდებულია არა მხოლოდ უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთებაზე, არამედ დასავლეთის მხარდაჭერაზეც. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ტანკები, ჯავშანტექნიკა და სამხედრო თვითმფრინავები ახლა სჭირდება.

მსგავსი სიახლეები