„მმართველი პარტიის განცხადება მიანიშნებს, რომ შინაარსობრივად არ ესმით რას ეუბნებიან სტრატეგიული პარტნიორები

კახაბერ ქემოკლიძე: „მმართველი პარტიის განცხადება მიანიშნებს, რომ შინაარსობრივად არ ესმით რას ეუბნებიან სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც მუშაობენ ამ ქვეყნის განვითარებაზე, რომ მოქალაქეებმა უკეთესად იცხოვრონ დღევანელ რთულ გარემოში.“
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ ქემოკლიძემ ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ქემოკლიძემ განვითარებულ მოვლენები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სახიფათოდ შეაფასა, აღნიშნა, ამ მოვლენებმა პარტნიორების მხრიდან უმაღლეს დონეზე გამოიწვიეს უმწვავესი კრიტიკა და ისინი 19 აპრილის შეთანხმების დარღვევისა და მოსამართლეების უვადოდ გამწესების გამო ფინანსური სანქციების გამოყენებაზე მიანიშნებენ.
ბრიფინგის შემდგომ ქემოკლიძემ მედიასთან მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა.
„მმართველი პარტიის განცხადება არის კლასიკური მაგალითი იმის, თუ რა დონეზე შინაარსობრივად, სისტემურად არ ესმით რას ეუბნებიან ის სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში მუშაობენ ამ ქვეყნის განვითარებაზე, ჩვენს დაცვაზე მათ შორის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, პირდაპირ ინვესტირებაზე და სხვა მიმართულებით – რომ ქართული პოლიტიკა გაძლიერდეს და საქართველოს მოქალაქეებმა უბრალოდ უკეთესად იცხოვრონ დღევანელ რთულ გარემოში. ამ სისტემურ ვერგაგებას მიანიშნებს მმართველი პარტიის ე.წ პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადება.- ამბობს ქემოკლიძე.

მსგავსი სიახლეები