ისტორიული ფოტო “ოცნების” ცენზურის ქვეშ მოექცა – რა კავშირი აქვს ფაქტთან კობიაშვილის ცოლს

ისტორიული ფოტო "ოცნების" ცენზურის ქვეშ მოექცა - რა კავშირი აქვს ფაქტთან კობიაშვილის ცოლს და რას ამბობს ფოტოგრაფი

ისტორიული ფოტო, რომელიც “ქართული ოცნების” ცენზურის ქვეშ მოექცა – ქალი ევროკავშირის დროშით,  წყლის ჭავლის წინ – ფოტო, რომელმაც მთელი მსოფილიო მოიარა და 7-8 მარტის აქციების  სიმბოლოდ იქცა, საქართველოს ხელისუფლებამ კონკურსიდან ჩახსნა.

კონკურსს, რომლის მოთხოვნაც იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირი გამოეხატათ ფოტოგრაფებს,საინფორმაციო ცენტრი “ნატოსა” და “ევროკავშირის” შესახებ  ატარებს. ეს არის სამთავრობო აიპი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მისი ხელმძღანელი დეპუტატ ლევან კობიაშვილის ცოლი თამარა წულეისკირი. კობიაშვილი იმ რუსული კანონის ხელმომწერია, რომელსაც საზოგადოება 7-8 მარტის აქციების დროს აპროტესტებდა.

უწყებაში “პირველების” ჯგუფს ადგილზე წულეისკირი არ დახვდა, დაცვამ კი გვითხრა, რომ დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა ამ დრომდე პასუხები ცენტრისგან არ მიგვიღია.

თავად ფოტოგრაფი კი ამბობს, რომ აიპი უბრალოდ მხარეს წარმოადგენს და სწორედ ამით ხსნის მისი ფოტოს დაბლოკვას კონკურსზე.

ეს კადრი 7 მარტს, აქციის დროს მაქვს გადაღებული. ჩემთვის და ბევრი სხვა ადამიანისთის ეს კადრი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სვლას ევროპისკენ. ერთგვარ “იკონად” იქცა. იყო CNN-ის კვირის მთავარი ფოტო. გამოქვეყნებულია “თაიმსში”, “გარდიანში”, “ნიუ იორკ თაიმსში” და უცებ ერთ-ერთი გევრდი მწერს, რომ ჩვენს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ცოტა უცნაური იყო. გაირკვა, რომ ისინი უბრალოდ წარმოადგენენ მხარეს. არ შეიძლება ხელოვნება და მხარე ერთმანეთში აირიოს და თუკი აცხადებ ფოტო-კონკურსს და არჩევ იმ კადრს, რაც უნდა წარმოადგენდეს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში, მაშინ უნდა იყო ობიექტური. აქცენტი იყო იმაზე, რომ არ მოეწონათ ფოტოს ტექნიკური მახასიათებლები, რაც ასევე გაუგებარია. ვფიქრობ, ეს იყო არაობიექტურობის დაფარვის მცდელობა”. – ამბობს ფოტოგრაფი.

 

მსგავსი სიახლეები