გურიის გუბერნატორს თანამდებობა დაატოვებინეს

გავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორს,  გიორგი სახოკიას, თანამდებობა დაატოვებინეს.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

სახოკია გუშინ თბილისში სასწრაფოდ გამოიძახეს და გადაწყვეტილებაც-მისი შეცვლის შესახებ-იქ აცნობეს.

გიორგი სახოკია გურიის გუბერნატორად მიმდინარე წლის დასაწყისში მაშინდელი პრემიერის გიორგი გახარიას რეკომენდაციით დაინიშნა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადაყენების მიზეზი სწორედაც, რომ  გიორგი გახარიასთან ახლო ურთიერთობა გახდა.

ადგილობრივ ოპოზიციაში აცხადებენ რომ ოცნებაში მოახლოებული არჩევნებისთვის ემზადებიან და   ხელისუფლების ძირითადი იარაღი ადმინისტრაციული რესურსი იქნება.

 

 

მსგავსი სიახლეები