გიორგი ყუფარაძე – გახარიას გააქტიურების ფონზე, ოცნება არაადეკვატურ მოქმედებებზე გადადის

გახარიას პოლიტიკურად გააქტიურების ფონზე, ოცნება უფრო და უფრო არადაეკვატურ და შიზოფრენიულ მოქმედებებზე გადადის. ფაქტიურად 2012 წლის წინასაარჩევნო პროცესს ამსგავსებს ამ ყველაფერს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მალე პირდაპირ ქვის სროლაზეც გადავიდნენ და “წეროვანში” მომხდარი მაშინდელი ამბებიც განმეორდეს.
გორში გიორგი გახარიას ოფისის პრეზენტაციის დროს, დენის გათიშვა, ყველაზე მდაბიო საქციელია, ნაციონალებიც კი არ იქცეოდნენ ასე. დავიჯერო საერთოდ არავინ დარჩათ ოცნებაში ცოტა საღად მოაზროვნე….?!
აქამდე აგორებული ანტიპიარით ხომ უფრო გააპიარეს და ამისთანა ქცევებით კი საერთოდ პოლიტიკურად “იბანძებენ” თავს და ვერც ხვდებაიან ამას.
საარჩევნო ციებ-ცხელება იწყება, მთელი დასავლელი პარტნიორი ქვეყნები ჩვენ გვაკვირდებიან და იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური ნაბიჯებით აჯობონ კონკურენტებს, დგანან და საბავშვო ბაღის ბავშვებივით იქცევიან.
ვიტყოდი დაუჯდნენ დებატებში და იქ “ეპაექრონ”, მაგრამ ოცნებას “მეზარბაზნეებიც” კი აღარ ჰყავს.
კობახიძე, მდინარაძის და თალაკვაძის ფონზე, გახარიას გუნდის ნებსმიერი წევრი ათი თავით მეტი ავტორიტეტით სარგებლობს მოსახლეობაში.

 

სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“-ს  თავმჯდომარე – გიორგი ყუფარაძე

მსგავსი სიახლეები