არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე თავის facebook გვერდზე, პოსტს აქვეყნებს
რა „რუსული პროპაგანდაოო“, აბა არგუმენტებიო და ფაქტებიო ერთ ხმაში გაჰყვიროდნენ ხელისუფლებაც და მათი „კერძო“ ტელევიზიებიც ტვ იმედი და POSTV.
და აი, უცბად რუსულ სერვერებზე არ გადახტნენ. თან არა სადმე ან ჩინეთის ან ბანგლადეშის, არამედ რუსების მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში რეგისტრირებულ კომპანიასთან.
ნეტავ მაკა ბოჭორიშვილი რას იტყვის ეხლა? ისევ იმ ტონით შესძახებს „და მერეოო?“
ეჰ, ქოცნო ქოცნო… თქვენ თუ გეშველებათ თუ არა, ეგ მეასე ხარისხოვანია ჩვენთვის, მაგრამ ქვეყანა, რომ ნელ-ნელა ჩამონგრევის რეჟიმზეა მაგაზე რა ვქნათ.
ერთი ის ვიცი, ბოლო სერიაში ეს კორუბციით გამილიონერებული ქოცები მოხევენ აქედან, და მერე აქ დარჩენილებს ძალიან მკაცრად და სამართლიანად მოეთხოვება პასუხი ვინც „ოცნების“ ამ რეჟიმთან თანამშრომლობას არჩევდა ქვეყნის ჩამონგრევის ხარჯზე.







