შპს როდას 4 მილიონი ლარის 86 სახელმწიფო შესყიდვა უფიქსირდება, საიდანაც ნახევარი უკონკურენტო გარემოში ან მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.
ამონაწერის მიხედვით, როდას მფლობელი დავით ბოლქვაძეა, ხოლო კომპანიის ელექტრონულ მისამართად საჯარო რეესტრში bolqvadze-rolandi@mail.ru არის მითითებული.
როლანდ ბოლქვაძე ანზორ ბოლქვაძის შვილია, რომელიც აჭარის ა/რ-ის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამსახურის უფროსი და შესყიდვების კომისიის წევრია.
დავით ბოლქვაძე და ანზორ ბოლქვაძე წარმოშობით სოფელ უჩხოდან არიან. კომპანიას 1,325,000 ლარის 45 ტენდერი სწორედ ხულოს მუნიციპალიტეტში აქვს მოგებული
წყარო: “ფლანგვის დეტექტორი”