კვლავაც შეშფოთებული ვართ ქართული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ

ჩვენ კვლავაც შეშფოთებული ვართ ქართული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ არსებული კითხვების გამო , – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა, რომელიც „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხს ეხებოდა.

ევროკავშირის მაღალჩინოსნის თქმით, ევროგაერთიანებამ საქართველო ამ საკითხების გადასაჭრელად და მართლმსაჯულების რეფორმაში ჩართვისთვის არაერთხელ მოიწვია.

„ევროკავშირი რჩება საქართველოს ახლო მეგობრად და პარტნიორად და ის მტკიცედ არის ჩართული ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პროცესში. ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის და უფრო ფართო რეგიონისთვის იმ კონტექსტში, სადაც რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ აშკარად შექმნა ახალი რეალობა“, – დასძინა დომბროვსკისმა.

„ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ მომენტს, რათა მიაღწიოს წინსვლას საქართველოს დემოკრატიულ გზაზე და დაიცვას უმაღლესი სტანდარტები ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის კუთხით“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები