პარტია ,,ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი პოლიტიკოსების ლანძღვა არ იკმარა და ახლა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს გადასწვდა. აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს კვალიფიკაცია და განათლება დაუწუნა. ამაზე მან ჯერ მოქმედი ელჩისგან მიიღო პასუხი, ყოფილმა ელჩმა იან კელიმ კი კობახიძე პირდაპირ გააფრთხილა: კელი დეგნანის რეპუტაციას ნუ ეხუმრები, ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველთვის წააგებო.
კობახიძე ისეთი აგრესიული და არაადეკვატურია ბოლო ხანებში, რომ აშკარად ჩამოლარაბონტებას უპირებენ.
აშშ-ს ელჩთან დაპირისპირებას ივანიშვილი ასე იოლად არ გაუტარებს. ივანიშვილს ახლა ყველაზე ნაკლებად უნდა ვაშინგტონის კეთილგანწყობის დაკარგვა. ეს კეთილგანწყობა მან კელი დეგნანის დახმარებით მოიპოვა.