შესაძლოა ვეტოს დასაძლევად ხმები ვერც კი მოაგროვონ – რა ხდება “ოცნებაში”

ქართული ოცნების ყოფილი წევრი და ამჟამად ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე თავის facebook გვერდზე, პოსტს აქვეყნებს:

იცით ოცენების დეპუტატები რატომ არიან ესე აჭრილები და გაცოფებული სახეებით რატომ დადიან?!
ოცნებაში ისეთი ამბები ყოფილა, დაუხოციათ ერთმანეთი…
სრულიად შესაძლებელია ვეტოს დასაძლევად ხმები ვერც მოაგროვონ, ფულიან დეპუტაციას არ აწყობს სანქციების ქვეშ მოყოლა, ყველას გააზრებული აქვს, რომ აშშ-ს შემდეგ ევროპიდანაც დასანქცირდებიან…
ასევე ბევრი სიაში გარანტირებულ ადგილებს ითხოვს და მაგაზეც დიდი ამბავი აქვთ შიგნით, ვის ჩასვამენ და ვის არა, არაა ჯერ გადაწყვეტილი… ასევე ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესშიც დიდი გაურკვევლობაა და არავის უნდა მათი ბიზნესი, ამათი სრულიად “უგუნირი” (თვითონ ამბობენს ამას) გადაწყვეტილების გამო დაზიანდეს… ყველა იაზრებს ამ სანქციებს რაც მოყვება საბოლოოდ…
პ.ს. ყველამ ისიც კარგად იცის, რომ ადრე თუ გვიან დამთავრდება “ოცნება” და მერე ქუჩაშიც პასუხიგება მოუწევთ ყველაფერზე, ვერსად ვერ გავივლიან თავისუფლად.
წერს: გიორგი ყუფარაძე

მსგავსი სიახლეები