ვიდეო – პრემიერის გასეირნება ფლორენციაში სად და როგორ სეირნობს ღარიბაშვილი სამთავრობო ბორტით

“შაბათის ეთერის” ექსკლუზივი – პრემიერის გასეირნება ფლორენციაში სამთავრობო თვითმფრინავით, სადილი მდინარე არნოს სანაპიროზე და სწრაფი ტური ქალაქში, რომელიც იტალიური რენესანსის აკვნად იქცა. 

  • როგორ დაეშვა ბორტი ნომერი ერთი ქალაქებში, სადაც არც შეხვედრებია დაგეგმილი და არც ოფიცრული მოლაპარაკებები.

4 ოქტომბერი, დილის 10:00 საათი – თბილისი საერთაშორისო აეროპორტიდან სამთავრობო თვითმფრინავი აფრინდა, ზუსტად ამ დროს, ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურმა ოფიციალური განცხადება გავრცელა, რომ მთავრობის მეთაური და ოფიციალური დელეგაცია, ესპანეთში, ქალაქ გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გაემგზავრა, თუმცა თვითმფრინავი, რომელიც, გრანადაში უნდა დაშვებულიყო,  გეზს არა ესპანეთისკენ არამედ იტალიის ყველაზე პოპულარული საკურორტო ქალაქისკენ იღებს, საქართველოს მთავრობის ბორტი ნომერი ერთი ქალაქი ფლორენციაში დაეშვა.

ოფიციალურ განცხადებაში, სადაც პრემიერის ესპანეთში ვიზიტის შესახებ იყო საუბარი, არაფერია ნათქვამი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გზად იტალიაში გაივლიდა. მთავრობის ადმინისტრაციას არც შემდეგ გაუვრცელებია ინფორმაცია იტალიაში შემდგარი შეხვედრების შესახებ.

ჩნდება კითხვა, რას აკეთებდა პრემიერი იტალიური რენესანსის სამშობლოში? 
პრემიერი ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე “შაბათის ეთერის” არცერთ კითხვას არ პასუხობს.

რადარის ჩანაწერებით დგინდება, რომ სამთავრობო ბორტი, რომელიც ესპანეთში სამიტზე მიფრინავდა, იტალიის ქალაქ გრანადაში 4 საათზე მეტ ხანს გაჩერდა.

“მელაძის შაბათმა” საკითხზე პრემიერის ბორტის პილოტი, ირაკლი მეზვრიშვილი ჩაწერა. ის ამტკიცებს, რომ ესპანეთში მიმავალი პრემიერის თვითმფრინავი ფლორენციაში ძლიერი ქარის გამო დასვეს, თუმცა ფრენის განაცხადების მიხედვით დგინდება, რომ ფლორენციაში გავლა თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. ფრენის განაცხადი თბილისიდან აფრენის წინ არსებობდა.

ამის შემდეგ უკვე ახალი არგუმენტი ჩნდება – თბილისიდან გრანადისკენ მიმავალი თვითმფრინავი დასალაგებელი იყო და იტალიაში ამიტომ დაეშვა.

სამთავრობო თვითმფრინავში 14 მგზავრი ეტევა, “შაბათის ეთერის” ინფორმაციით,  პრემიერი და მისი ახლო გარემოცვა ფლორენციაში სასეირნოდ წავიდა.
რადარის ჩანაწერებით დგინდება, რომ ფლორენციიდან ესპანეთში, სამთავრობო ბორტი 4 ოქტომბერს 15 საათსა და 45 წუთზე უნდა გაფრენილიყო, თუმცა გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავი 35 წუთი ალოდინეს. 

რადარის ჩანაწერებით დგინდება ისიც, რომ ევროპის პოლიტიკური სამიტიდან თბილისისაკენ მომავალმა დელეგაციამ ამჯერად საბერძნეთში გაიარა. რადარი აჩვენებს, რომ სამთავრობო ბორტი ქალაქ სალონიკში დაეშვა და იქაც, 4 საათი გაჩერდა. 

იყო თუ არა პრემიერთან ერთად ბორტზე პირველი ლედი და ფლორენციაში დაფრენის მიზანი იყო თუ არა ნუნუ თამზაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სადილი არნოს სანაპიროზე? – პილოტი რომელმაც პრემიერი აფრინა, ვერ იხსენებს იმგზავრა თუ არა იმ დღეს ნუნუ თამზაშვილმა.

მსგავსი სიახლეები