არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველო ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი”-ის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე
რას უმალავენ და ვის არ აწყობს 2007 წლის 8 ნოემბრის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი სასტიკი მოვლენების გამოძიება ?!
2007 წლის 8 ნოემბერი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო.
პირადი გამოცდილებით, მონაწილეობით როგორც აქტივისტი ვამბობ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, ფიზიკურად გაუსწორდა სტუდენტ ახალგაზრდობას და დააკავა აკადემიის სტუდენტები.
ამ მოვლენების დროს მეც საჯაროდ გამიტაცეს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა. პოლიციაში გადაყვანის შემდეგ სასტიკად გამისწორდნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად ტვინის შერყევით ერთი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდი მაშინდელ პირველ საავადმყოფოში.
დღემდე მაქვს კითხვები, რომლებზეც პასუხი არ მიმიღია:
– ვინ გასცა დარბევის ბრძანება და ვინ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას?
– ვინ არიან ის პირები, რომლებმაც სტუდენტებზე იძალადეს?
– სად იყვნენ ძმები დავით და გიორგი მუშკუდიანები და სხვა ძალოვანი პირები?
– ვინ აგო პასუხი მომხდარზე და ვინ დაისაჯა?
– რატომ დარჩა ეს საქმე სათანადო გამოძიებისა და სამართლებრივი შეფასების გარეშე?
ჩემთვის ცნობილია კონკრეტული პირების ვინაობა და მათი შემდგომი კარიერული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. მოვითხოვ, ეს გარემოებები სათანადოდ გადამოწმდეს.
ბატონო ბიძინა,
გვინდა იცოდეთ სიმართლე 2007 წლის 8 ნოემბრის ბათუმის მოვლენების შესახებ. რატომ არ მოხდა ამ ფაქტების სრულყოფილი გამოძიება? რატომ არ დაისაჯნენ პასუხისმგებელი პირები და რატომ აღმოჩნდნენ დარბევაში მონაწილე ზოგიერთი ძალოვანი პირები შემდგომ დაწინაურებულ თანამდებობებზე ?
მოვითხოვთ 2007 წლის 8 ნოემბრის მოვლენების სრულყოფილ, ობიექტურ გამოძიებას, პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და კანონის შესაბამისად დასჯას.
თუ საჭირო გახდება, მზად ვარ, პირადად დამატებით მივაწოდო გამოძიებას ჩემთვის ცნობილი ინფორმაცია თითოეული პირის შესახებ და ვისაუბრო იმ ძალადობაზე, რომლის უშუალო მსხვერპლიც თავად გავხდი.
ჩვენ გვახსოვს 8 ნოემბერი! სიმართლეს ხანდაზმულობის ვადა არ უნდა ჰქონდეს !
ორგანიზაცია „საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე







